კომერციული წინადადება "რა-კურსი"

კომპანია „რა“ აქტიურად არის დაკავებული საკუთარი პროექტების შემუშავებით,  რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან ინტელექტუალური პოტენციალის მოზიდვით  და მედიცინის სხვადასხვა სფეროში დაავადებათა პროფილაქტიკის და მკურნალობის თანამედროვე ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიების, საერთო გამოჯანმრთელების ტექნოლოგიების, ასევე ფსიქო-ემოციური მდგომარეობების დიაგნოსტიკისა და კორექციის წინა პლანზე გატანით.

დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმების და ფსიქოსომატური დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ავტომატიზებული აპარატულ-კომპიუტერული კომპლექსი „რა-კურსი“ წარმოადგენს კომპანია „რა“-ს პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურ და ყველაზე მაღალრენტაბელურ პროდუქტს

დამოკიდებულებების მკურნალობის კომპლექსური მეთოდი „რა-კურსი“ წარმოადგენს მნიშვნელოვნად გაფართოებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების კომპლექსურ მეთოდს ალკოჰოლური და ნიკოტინური დამოკიდებულების სამკურნალოდ, რომლის საფუძველზეც ის იქმნებოდა 10-ზე მეტი წლის განმავლობაში პრაქტიკული გამოყენებისა და თეორიული ნაშრომების შედეგად

მეთოდი ეფუძნება ადამიანის ფიზიოლოგიის, საერთო თერაპიის, ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის, ფსიქოფიზიოლოგიის, პათოფიზიოლოგიის და ენდოკრინოლოგიის ფუნდამენტურ თეორიებს, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე საუკეთესო სამამულო და უცხოელი სპეციალისტების ნაშრომების გამოყენებით ამ სფეროებში.

მეთოდის თეორიული კონცეფცია  საშუალებას იძლევა, რომ ერთიანი ბაზა მიესადაგებოდეს ყველა დამოკიდებულების, მდგომარეობისა და დაავადების წარმოქმნისა და განვითარების მექანიზმებს, რომელთა მკურნალობაშიც „რა-კურს“-ის მეთოდი გამოიყენება ეფექტურად.

ამ მეთოდის განსაკუთრებულ პროფესიონალურ ეფექტურობას განაპირობებს სამკურნალო ზემოქმედების ოპტიმალური შეხამების გამოყენება:

  1. თანამედროვე მედიცინის უახლესი ტექნოლოგიების და მისი ყველაზე რაციონალური მეთოდების
  2. ადამიანის ორგანიზმზე ათასწლეულების მანძილზე გამოცდილი  ზემოქმედების საშუალებების
  3. ჰომეოპათიის – ყველაზე ღრმა სტრუქტურულ დონეებზე ნატიფი ზემოქმედების მედიცინის
  4. თანამედროვე ფსიქიატრიის, ენდოკრინოლოგიის და თერაპიის ყველაზე რაციონალური მეთოდების
  5. ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიაში ყველაზე ბოლო აღმოჩენების მოზიდვით.

გარდა უმაღლესი პროფესიონალური ეფექტურობისა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პაციენტებში სტაბილური ეფექტი იქნას მიღწეული, მეთოდი „რა-კურსი“ მაღალრენტაბელური კომერციული პროდუქტია, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ მომგებიანი სამედიცინო ბიზნესი „ნულიდან“ იქნას დაწყებული თუნდაც ისეთი მეწარმის მიერ, რომელსაც სამედიცინო განათლება არ გააჩნია, ასევე გაზარდოს მიმართვიანობა მოქმედ სამედიცინო ცენტრებში და მრავალჯერ აამაღლოს მათი რეიტინგი, როგორც ჩატარებული მკურნალობის მაღალი ეფექტურობის შედეგი.

მეთოდი „რა-კურსი“ პრინციპულად განსხვავდება მედიცინაში ყველაზე მეტად გავრცელებული ქიმიური ბლოკადის, კოდირების და პროგრამირების მეთოდებისგან, ასევე დამოკიდებულებების მკურნალობის ფსიქოთერაპიული მეთოდებისგან და გვთავაზობს პაციენტთან მუშაობას კომპიუტერული გამოკვლევის შედეგად სპეციალურად შერჩეული გარკვეულწილად შეხამებული ალოპათიური და ჰომეოპათიური მკურნალობის, კვანტური თერაპიის, მიკრორეზონანსული თერაპიის, განმარტებითი ფსიქოთერაპიის, TES-თერაპიის, რეფლექსოთერაპიის და ლაზეროპუნქტურის სქემების გამოყენებით.

მეთოდი „რა-კურსი“ გამოიყენება დამოკიდებულებების და დაავადებების შემდეგი ფორმების სამკურნალოდ

კომპიუტერული პროგრამა

სამკურნალო დიაგნოსტიკური კომპიუტერული პროგრამა კომპლექსის ერთერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია და საშუალებას იძლება რომ იმუშაოს ექიმმა, რომელიც არც კი იცნობს ჰომეოპათიას და რეფლექსოთერაპიას და ზემოქმედების სხვა მეთოდებს, რომელიც ამ მეთოდში გამოიყენება. პროგრამა განკუთვნილია დამოკიდებულებების (დაავადებების) გაღრმავებული დიაგნოსტიკისთვის და სამკურნალო ზემოქმედების დეტალური სქემების შემუშავებისა და მთლიანად პაციენტთან მუშაობისთვის, ასევე დამოკიდებულებების და დაავადებების პროფილაქტიკის სქემებისთვის. სამკურნალო-დიაგნოსტიკურ პროგრამაში ჩართულია ობიექტური გამოკვლევის 40-ზე მეტი ფსიქოლოგიური ტესტი და მეთოდიკა, რაც საშუალებას იძლევა, რომ შემუშავებული სამკურნალო სქემების მაღალი ობიექტურობა და ეფექტურობა იქნას უზრუნველყოფილი.

პროგრამა ახორციელებს

  • დამოკიდებულების ხარისხის შეფასებას
  • პაციენტის ფსიქოსომატური კონსტიტუციის შეფასებას
  • მისი ტემპერამენტის, ინტელექტის, ფსიქიკური, ემოციური მდგომარეობის და ბევრი სხვა ფაქტორის შეფასებას, რომლებიც აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკისა და სამკურნალო ზემოქმედების სქემის შესამუშავებლად.
  • ამის საფუძველზე და სქესის, ასაკის, სისხლის ჯგუფის და თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით ზემოქმედების ინდივიდუალური სქემის შექმნას სეანსების საერთო რაოდენობის, მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობის და კაბინეტში დაკვირვების მითითებით.
  • ჰომეოპათიური პრეპარატების ინდივიდუალურ შერჩევას
  • ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედების რეცეპტურის ინდივიდუალური შერჩევას
  • სამკურნალო ზემოქმედების სახეობების ინდივიდუალურ შერჩევას - კვანტური, მიკრორეზონანსული, TES-თერაპია, ელექტრო-პუნქტურა, ჰომეოთერაპია.
  • მკურნალობაგავლილი პაციენტების საერთო რაოდენობის აღრიცხვას
  • ქმნის პაციენტების ბარათებს, ასევე საერთო კარტოთეკას
  • ასრულებს რეგისტრატურის ფუნქციებს
  • შეიცავს მუშაობისთვის აუცილებელ ყველა ცნობარს, ატლასს, ილუსტრაციას.

პროგრამას ასევე გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელშიც ინახება ინფორმაცია ყველა იმ პაციენტზე, რომელმაც კაბინეტში გაიარა მკურნალობა. რაც:

  • საშუალებას იძლება ავტომატურად იქნას შეგროვებული სტატისტიკური ინფორმაცია
  • ზრდის პაციენტთან ექიმის მუშაობის ეფექტურობას
  • დახმარებას უწევს კვლევითი სამუშაოების ჩატარებას.

კომპანია „რა“-სთან პარტნიორული მუშაობა ითვალისწინებს კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას არანაკლებ 12 თვეში ერთხელ, დიაგნოსტიკის მეთოდების და მკურნალობის სქემების სრულყოფისა და გაღრმავების, ასევე გაწეული სამედიცინო მომსახურეობის დიაპაზონის გაფართოების მიზნით – ფრანჩაიზინგული პაკეტის ფარგლებში

დიაგნოსტიკის მეთოდები

„რა-კურს“-ის მეთოდში გამოიყენება 40-ზე მეტი დიაგნოსტიკური მეთოდიკა, რომელთაგან თითოეულის მოკლე აღწერილობა მოცემულია საიტის შესაბამის განყოფილებაში

სამკურნალო ზემოქმედების მეთოდები

მეთოდი „რა-კურსი“ იყენებს შემდეგი სახის სამკურნალო ზემოქმედების სახეობებს, რომელთაგან თითოეულის აღწერილობა მოცემულია საიტის შესაბამის განყოფილებაში

  1. ჰომეოპათიური თერაპია
  2. TES-თერაპია
  3. კვანტური თერაპია
  4. მიკრორეზონანსული თერაპია
  5. რეფლექსოთერაპია

აღნიშნული მეთოდები გამოიყენება გარკვეული, მაქსიმალურად ეფექტურად ინდივიდუალურად შერჩეული შეხამებით იმ სქემების მიხედვით, რომლებიც შემუშავებულია კომპიუტერული დიაგნოსტიკური მეთოდიკის გამოყენების შედეგად.

კომპლექსის კომპლექტაცია და მომსახურება.

ავტომატიზებული აპარატულ-კომპიუტერული კომპლექსის ღირებულებას შეადგენს:

  • ხელშეკრულება საავტორო უფლების (პატენტის) გამოყენების შესახებ პარტნიორის რეგიონის ტერიტორიაზე
  • პარტნიორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პატენტის რეგისტრაცია
  • კომპიუტერული პროგრამის თარგმნა პარტნიორის მუშაობის რეგიონის სახელმწიფო ენაზე
  • „რა-კურს“-ის ბრენდის გამოყენების უფლება
  • პარტნიორისთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭების შესახებ ხელშეკრულების დანართი თავის რეგიონში „რა-კურს“-ის მეთოდით მუშაობის თაობაზე. რეგიონის ტერიტორია ექვემდებარება შეთანხმებას
  • „რა-კურს“-ის კომპიუტერული პროგრამის გამოყენების ლიცენზია
  • ხელშეკრულება პარტნიორ სახელმწიფოში წარმომადგენლობის შესახებ
  • „რა“-ს კორპორატიულ საიტზე პარტნიორის გვერდის  შექმნა პარტნიორის სურვილების გათვალისწინებით და მისი კონტაქტების მითითებით
  • პარტნიორი კომპანიის საიტის შექმნა
  • პარტნიორი კომპანიის ასახვა „რა-კურს“-ს სამედიცინო ცენტრების ქსელის კორპორატიულ საიტზე
  • მიწოდების მომენტში არსებული სარეკლამო მასალების სრული პაკეტის მიწოდება
  • სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპიუტერული პროგრამა „რა-კურსი“
  • სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპიუტერული პროგრამა „რა-კურსი-N“
  • კომპიუტერული პროგრამის მომსახურება
  • კვანტური თერაპიის აპარატი
  • მიკრორეზონანსული თერაპიის აპარატი
  • TES-თერაპიის აპარატი
  • სამაგიდო ინტელექტუალური სასწორი
  • სამედიცინო კალიპერი
  • კომპლექსის მონტაჟი მიწოდების ფაქტის შემდეგ კომპანია „რა“-ს სპეციალისტის მივლინებით პარტნიორის ტერიტორიაზე
  • პროფესიონალური სწავლება კომპანია „რა“-ს სპეციალისტის მივლინებით პარტნიორის ტერიტორიაზე
  • კომპლექსის კომერციული გამოყენების სწავლება კომპანია „რა“-ს სპეციალისტის მივლინებით პარტნიორის ტერიტორიაზე
  • მიწოდების მომენტში არსებული მეთოდიკური მასალების სრული პაკეტი

კომპლექს „რა-კურსის“ ღირებულება

მითითებული კომპლექტაციის და მომსახურების სრული მოცულობით შეადგენს 73 500 $

20%-მდე ფასდაკლება გადახდის ფორმის მიხედვით

პირველ პარტნიორს სახელმწიფოში - ეკონომიკურად მომგებიანი შეთავაზება გახდეთ კომპანია „რა“-ს წარმომადგენელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამედიცინო ცენტრის ხარჯების სწრაფი ანაზღაურების და დამატებითი მოგების მუდმივი მიღების შესაძლებლობით